14/11/2024
12:17
მსოფლიო
პენსილვანიის შტატის ლანკასტერის ოლქში, პოლიციამ მამაკაცი შეყვარებულის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე დააკავა. მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 49 წლის ბენჯამინ გუალმა იამარის ნაითი კამათის საფუძველზე, აფექტის მდგომარეობაში, დანით მოკლა. კამათის მიზეზი ქალის ახალი ვარცხნილობა გახდა.
ბენჯამინ გუალმა ასევე 50 წლის დედა კარმენ მარტინეს-სილვა და მისი ძმა სხეულის არეში სამზარეულოს დანით დაჭრა, შემდეგ კი ორ მოწმეზე თავდასხმა სცადა. პოლიციამ მამაკაცი შეყვარებული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიების მიხედვით, ბენჯამინ გუალი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც შეყვარებულმა აცნობა, რომ დედამისმა თმა შეაჭრა. მანამდე, გუალი ქალს დანით მოკვლით დაემუქრა, თუ ის ვარცხნილობას შეიცვლიდა.
ამჟამად, ბენჯამინ გუალი ლანკასტერის ოლქის ციხეში იმყოფება.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024