04/10/2024
15:53
მსოფლიო
დღეს მოგიყვებით ამბავს, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.
იოზეფ ფრითცლმა, რომელიც ერთი შეხედვით, წესიერი ადამიანი, მზრუნველი ქმარი და მეოჯახე ჩანდა, 1984 წლის 28 აგვისტოს თავისი ქალიშვილი გაიტაცა და სარდაფში გამოკეტა.18 წლის განმავლობაში ჰყავდა ჩაკეტილი და მასზე სექსუალურად ძალადობდა. აღსანიშნავია, რომ საიდუმლო სარდაფი იმავე სახლში იყო, სადაც კაცი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მისი არსებობის შესახებ ოჯახის დანარჩენმა წევრებმა არ იცოდნენ.
ჯერ კიდევ 1978 წელს იოზეფმა სარდაფი ბუნკერად გადააკეთა.
გოგონასთან ჩადიოდა იმისთვის, რომ საჭმელი მიეტანა, ან იმიტომ, რომ გაეუპატიურებინა. როცა ელიზაბეტმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, იოზეფმა ის სასტიკად სცემა და ძაღლის ჯაჭვით დააბა. ასეთ მდგომარეობაში მან, დაახლოებით, 9 თვე გაატარა.
კვალის არევის მიზნით ფრიტცლმა პოლიციაში შვილის გაუჩინარების შესახებ განცხადება დაწერა. რამდენიმე დღეში კი "ელიზაბეტისგან წერილი“ მოიტანა, სადაც გოგონა ვითომ სწერდა, რომ რაღაც სექტაში გაწევრიანდა და სახლში აღარ დაბრუნდებოდა.
ბუნკერში 24-წლიანი გამოკეტვის პერიოდში ელიზაბეტმა იოზეფისგან 7 შვილი გააჩინა. აქედან პირველი შვილი გარდაიცვალა.
არავინ იცის, სადამდე და როგორ გაგრძელდებოდა ეს ამბავი, რომ არა უფროსი ქალიშვილის, კერსტინის ცუდად ყოფნა. იოზეფი ცდილობდა, ბავშვი ასპირინით განეკურნა, თუმცა მას პირღებინება არ უწყდებოდა. ელიზაბეტი, რომელიც ფეხებში ჩაუვარდა მამას, სთხოვდა, რომ მათი საერთო ბავშვი გადაერჩინა. ის საბოლოოდ დათანხმდა.
კერსტინი ფრიტცლმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა მყისიერად იგრძნეს საეჭვო გარემოებები. არანაირი დოკუმენტი, კანის უცნაური ფერი, დაზიანებული და ჩალურჯებული სხეული სხეული, უჩვეულო სიგამხდრე - გოგონა ისე გამოიყურებოდა, როგორც მთელი ცხოვრება გამოკეტილ სივრცეში მცხოვრებ ადამიანს შეეფერება.
ექიმმა პოლიციელს შეატყობინა, რომ შესაძლოა, შემთხვევა სერიოზულ დანაშაულს ეხებოდა. ტელევიზიებში კერსტინის დედის ძებნის მიზნით სიუჟეტები გავიდა. ფრიტცლი დანებდა. მან ელიზაბეტი საავადმყოფოში იმ პირობით მიიყვანა, რომ გოგონა მამის მიერ გამოგონილ სექტის ისტორიას დაადასტურებდა.
დაკითხვის მომენტში ელიზაბეტი ნამდვილად სექტის ვერსიას ჰყვებოდა, თუმცა პოლიციელებმა დაარწმუნეს, რომ უსაფრთხოდ იყო და გოგონამ მთელი ისტორია მოჰყვა.
2009 წლის 19 მარტს 73 წლის იოზეფ ფრიტცლს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ელიზაბეტმა გვარი შეიცვალა და თავის ბავშვებთან ერთად სხვაგან გადასახლდა. მისი ადგილსამყოფელი არ საჯაროვდება
0
0