შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს
20/12/2021
11:57
სამართალი
A-
+A
გერმანიაში გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე დააკავეს. ბერლინში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები უცნობია. ჯერჯერობით, თბილისში, საგამოძიებო უწყების წარმომადგენელთა მხრიდან განმარტებები არ კეთდება.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი.
„საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე. ის არის 2008 წლის ომის გმირი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ გერმანიის პროკურატურა და სასამართლო დროულად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში.
გიგი კალანდაძეს 2015 წელს ბრალი წარედგინა ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე. მას შემდეგ, კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს.
0
0
503
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%