19/10/2021
16:28
COVID-19
როგორც მან განმარტა, ახალი შეზღუდვების დაწესებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა, თუ სამედიცინო სექტორი დატვირთვას ვეღარ გაუძლებს.
„ყველა ეტაპზე არის გარკვეული პრიორიტეტი. იყო ეტაპი, როცა შეზღუდვები პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. ყველა გათვლებით, შეზღუდვები, რომელიც იყო შარშან გაზაფხულზე, ამან მინიმუმ 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს.
თუმცა, ახლა სხვა დროა. ახლა ვაქცინა არსებობს. შეზღუდვები საჭირო გახდება მაშინ, როცა სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. შეზღუდვა ახლა საჭიროა მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. ამიტომ, კეთილი ინებონ ადამიანებმა და აიცრან. ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, ქვეყნისთვის შემოდგომის ბოლო - ზამთრის დასაწყისი, მძიმე იქნება.
0
0