სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა – საქსტატი
31/10/2023
11:42
ეკონომიკა
A-
+A
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი 9 თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ, მშენებლობამ, ვაჭრობამ, სასტუმრო და რესტორნებმა.
ამავე დროით პერიოდში კი, კლების ტენდენციით ხასიათდებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორები.
0
0
277
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%