სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა, ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, თუ წევრი არა - ფრიდონ ინჯია
18/11/2021
11:47
პოლიტიკა
A-
+A
„ევროპული სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას გამოეხმაურა.
როგორც ფრიდონ ინჯია ამბობს, ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივია.
„სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა. როგორც მე გადავხედე და ვნახე ექიმთა ჯგუფის შემადგენლობა, ექიმების უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, თუ წევრი არა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.
0
0
361
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%