19/01/2024
13:52
ეკონომიკა
საქართველოში, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 4 თეთრიდან 10 თეთრამდე გაიაფდა.
როგორც ნავთობპროდუქტის იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის შემცირება გრძელდება საერთაშორისო ფასების კლების ტენდენციიდან გამომდინარე.
განცხადების თანახმად, ამ დღეებში მოხდა დიზელის საწვავის (L-62) ფასის შემცირება 5 თეთრით/ლიტრაზე.
„აღნიშნული კატეგორიის საწვავი მთლიანობაში ბოლო 2 თვის განმავლობაში შემცირებულია 20 თეთრით/ლიტრზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ის დაუბრუნდა გასული წლის დეკემბრის თვეში არსებულ ფასს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ L-62 დიზელის საწვავის მსხვილი მომხმარებლები არიან სასოფლო–სამეურნეო, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დასაქმებული ტექნიკა, სხვადასხვა გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებები და ზოგადად მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, ფასების კლება მნიშვნელოვანი შეღავათია ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავი 4-დან 10 თეთრამდე გაიაფდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ღირებულება 16 იანვარს შემცირდა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.69, შემცირება - 6 თეთრი;
ნანო პრემიუმი - ₾3.27, შემცირება - 5 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი - ₾3.13, შემცირება - 4 თეთრი;
ევრო 5 დიზელი - ₾3.35, შემცირება - 5 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.43, შემცირება - 4 თეთრი;
LPG – ₾2.10
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავი 13 და 18 იანვარს 5-5 თეთრით გაიაფდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ კვირაში „ვისოლის“ მომხმარებელს საწვავის ჩასხმა 10 თეთრით გაუიაფდათ. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი - ₾3.65;
ეკო პრემიუმი - ₾3.22;
ეკო დიზელი - ₾3.40;
ევრო დიზელი - ₾3.35;
ევრო რეგულარი - ₾3.09;
დიზელ ენერჯი - ₾3.30;
ვისოლ გაზი - ₾1.64;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 10 იანვრის შემდეგ 17 იაnვარს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 4-დან 10 თეთრამდე გაიაფდა. შედეგად საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.65, შემცირდა - 4 თეთრით;
G-Force პრემიუმი - ₾3.19, შემცირდა - 8 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.09, შემცირდა - 10 თეთრით;
ევრო-რეგულარი - ₾2.99, შემცირდა - 10 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.39, შემცირდა - 6 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.29, შემცირდა - 6 თეთრი;
გაზი - ₾1.69;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Rompetrol-ს ქსელში 10 იანვრის შემდეგ სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 3-4 თეთრითაა შემცირებული და დღეისთვის ასეთია:
Efix სუპერი - ₾3.74, შემცირება - 4 თეთრი;
Efix ევრო პრემიუმი - ₾3.32, შემცირება - 3 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.15, შემცირება - 3 თეთრი;
Efix ევრო დიზელი - ₾3.52, შემცირება - 4 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.42 ლარი, შემცირება - 4 თეთრი;
ფასები 5 თეთრით შემცირებულია ასევე Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Super Ecto - ₾3.67, შემცირება - 5 თეთრი;
Premium Avangard - ₾3.20, შემცირება - 5 თეთრი;
Euro Regular - ₾3.03, შემცირება - 5 თეთრი;
Euro Diesel - ₾3.35, შემცირება - 5 თეთრი;
Portal-ის გასამართ სადგურებში 10 იანვრის შემდეგ 5 თეთრით მხოლოდ დიზელის საწვავი გაიაფდა:
Premium - ₾2.99;
Euro Regular - ₾.2.89;
Euro Diesel - ₾3.54;
Effect Diesel - ₾3.45;
Diesel - ₾2.99, შემცირდა - 5 თეთრით.
წყარო: bm.ge
0
0