საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებებით დაიწყო
18/04/2023
08:28
სპორტი
A-
+A
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მეორე ტურში ჩვენმა გუნდმა ისრაელის ძლიერი ნაკრები დამაჯერებლად 7:3 (1:2 3:1 3:0) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდიის ეროვნულ გუნდს 4:1 სძლია. ორი ტურის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი ხორვატიასთან ერთად პირველ-მეორე ადგილს ინაწილებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
19 აპრილი, 21:30 - ესპანეთი – საქართველო
21 აპრილი, 18:00 - საქართველო – ხორვატია
22 აპრილი, 14:30 - ავსტრალია – საქართველო
0
0
275
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%