17/01/2023
18:10
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.
„თებერვალში დაგეგმილი სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ მხარეს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.
კიბერუსაფრთხოების ბიურო, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ კუთხით ნატო-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას. ბიუროს მონაწილეობა ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024