საქართველოს კინოაკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
11/10/2023
15:50
კულტურა
A-
+A
საქართველოს კინოაკადემიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს.
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ნიკოლოზ აბრამაშვილს საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე, ხმათა უმრავლესობით, ახალ პრეზიდენტად აირჩიეს ნიკოლოზ აბრამაშვილი, რომელსაც აქამდე კინოაკადემიის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ეკავა.
ყრილობაში საქართველოს კინოაკადემიის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (149 წევრი) მიიღო მონაწილეობა და მათ საკუთარი არჩევანი ფარული კენჭისყრით გააკეთეს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს ნიკოლოზ აბრამაშვილს, წარმატებულ და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს.
0
0
444
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%