08/01/2024
22:59
კულტურა
საქართველოს კინოაკადემია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„საქართველოს კინოაკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, შესანიშნავი კინოოპერატირის - იგორ კრეპსის გარდაცვალების გამო.
ბატონი იგორი, 1970 -1987წწ. მუშაობდა - საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში ოპერატორად.
1987 წლიდან - კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი ოპერატორია.
გადაიღო მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: დიმიტრი ბათიაშვილის "ბავშვობა" (1970); შნო" (1978); "არასერიოზული კაცი" (1980); "ფრანგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან" (1984);
გ. ხოჯავას "კოლხური ბალადა" (1974); "დილის ნისლივით" (1976); "დღესასწაული დღესასწაულის მოლოდინში" (1989); "ხიზნები" (1995);
მ. ბორაშვილის "შემსრულებელი"(1994);
"სიაუშ ქართველი" (დოკ.1997); "თავშესაფარი" (დოკ. 1997);
"ცარიელი სივრცე" (2001);
"გზა მაცხოვრისა" (დოკ.
2002);
"დედაო ღვთისავ"(დოკ., 2003); ლ. ზაქარეიშვილის "თემო" (1986);
ნ. ნენოვას და გ. წულაიას "მეტიჩარა" (1986);
ბ. რაჭველიშვილის "ლომა, დავიწყებული მეგობარი" (1982).
საქართველოს კინოაკადემია უსამძიმრებს, იგორ კრეპსის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და კოლეგებს.
პანაშვიდი: 8 იანვარს, მისამართი: გრიშაშვილის 45.
გასვენება - 9 იანვარს, 14:00 საათზე, ქაშუეთის ტაძრიდან" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024