10/12/2022
20:02
ეკონომიკა
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-E70-ის) შემადგენელ ორ, ჯამში, 15 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს დილიდან გაიხსნა.
მოძრაობა გაიხსნა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე, 10 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც აშენდა 10 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 2 პარალელური გზაგამტარი და 1 სატრანსპორტო კვანძი.
გზის ახალი მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზას უერთდება.
სამუშაოები ევროპის საინვეტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით მიმდინარეობდა, რომლის ღირებულებამაც 113 მილიონი ლარი შეადინა.
მოძრაობა, ასევე, გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის 5 კმ-ზე. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს 14.4 კმ-იანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას, სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რათა 14 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში სრულად 2023 წელს შევიდეს.
ახალ მონაკვეთებზე მოძრაობის გახსნით, საგრძნობლად უმჯობესდება ავტოტრანსპორტის გადაადგილება, როგორც უსაფრთხოების, ისე დროის შემცირების თვალსაზრისით. ახალ მონაკვეთებზე ტრანსპორტი იმოძრავებს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორის სტანდარტის შესაბამისი 4 ზოლიანი გზით, რომელიც, გაანახევრებს 15 კმ-იანი მონაკვეთზე გადაადგილების დროს,"-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024