12/09/2022
14:05
მსოფლიო
მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ფარგლებში, ბუკინგემის სასახლესა და კლარენს ჰაუსში ბინადარ სამეფო ფუტკრებს დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 79 წლის სამეფო მეფუტკრემ, ჯონ ჩეპელმა ყველა სკას სამგლოვიარო შავი ლენტი შეაბა, ყველა მათგანზე დააკაკუნა და ტრადიციული ფრაზა თქვა: „თქვენი პატრონი გარდაიცვალა, მაგრამ არ გაფრინდეთ. ახალი პატრონი კარგად მოგექცევათ“.
ბრიტანეთში ითვლება, რომ თუ ფუტკრებს მფლობელის შეცვლის შესახებ არ შეატყობინებენ, ისინი თაფლის წარმოებას შეწყვეტენ, გაფრინდებიან ან დაიხოცებიან.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო ბრიტანეთში 10-დღიანი გლოვა გამოაცხადეს. დიდი ბრიტანეთის მეფე (და ფუტკრების ახალი მეპატრონე) ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.
დედოფალს 19 სექტემბერს, ლონდონში დაკრძალავენ.
0
0