საფრანგეთის სამხრეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია - საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაციაც
17/10/2024
22:45
მსოფლიო
A-
+A
საფრანგეთის სამხრეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. რთული ვითარება შეიქმნა არდეშის ხეობაში, სადაც, მდინარის ადიდების გამო, ქალაქ ანონეს ცენტრი დაიტბორა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სენ-სირ-სიურ-ლუარი რეგიონში რამდენიმე მთავარი მაგისტრალი დაიკეტა, ალპ-მარიტიმის გზა კი დიდი მეწყრის ჩამოწოლის გამო ჩაკეტილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიონის მახლობლად მდებარე ჟივორიდან 180-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ლუარის ხელისუფლებამ, სოციალურ ქსელის საშუალებით, განგაშის „წითელი დონე“ გამოაცხადა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა ქვეყანას წყალდიდობის შედეგად.
0
0
38
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%