04/10/2024
14:49
მსოფლიო
საბერძნეთის პოლიციამ უკანონოდ კულტივირებული კანაფის 8300-ზე მეტი ძირი გაანადგურა. მცენარე ცენტრალურ საბერძნეთში, სიმინდის ფერმაში გაანადგურეს.
„ზოგიერთი მათგანი 3,5 მეტრამდე სიმაღლის იყო და მათი ფესვები სიმინდის ნათესებზე ვრცელდებოდა. 44 წლის ფერმის მფლობელი კანაფის უკანონო კულტივაციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
როგორც Reuters-ი წერს, ხელისუფლებამ ნარგავების რაოდენობის გათვალისწინებით განაცხადა, რომ კრიმინალური დაჯგუფება მიზნად ისახავდა კანაფის რეალიზაციით 15 მილიონი ევროს უკანონოდ გამომუშავებას.
2017 წელს, საბერძნეთმა კანაფის სამედიცინო მიზნებით გამოყენება დააკანონა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მის კულტივაციასა და წარმოებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის ფლობა, წარმოება და გაყიდვა კვლავ უკანონო რჩება.
ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოს ინფორმაციით, კანაფი ყველაზე ხშირად გამოყენებული არალეგალური ნარკოტიკია მსოფლიოში, ხოლო ევროკავშირში აღმოჩენილი კანაფის ძირების უმეტესობა ადგილობრივად კულტივირებულია.
0
0