22/09/2022
14:14
მსოფლიო
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადმის თქმით, რუსეთში მობილიზაცია პუტინის მმართველობას დაასრულებს.
ნადმა პუტინის გამოსვლას “სამწუხარო” უწოდა და თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ “რეფერენდუმი” მხოლოდ საბაბია რუსეთის პრეტენზიების.
“რუსი დედების შვილების გაწვევით პუტინი რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს და ვვარაუდობ, რომ ეს დასრულდება მისი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან ჩამოგდებით”, – თქვა ნადმა
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება და ე.წ “რეფერენდუმები” სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმაც დაგმო და აღნიშნა, რომ ეს უკანონო ანექსიაა.
“მე მკაცრად ვგმობ რუსეთის “ფსევდორეფერენდუმებს” უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის უკანონო ანექსია, რომლის მიღებაც შეუძლებელია. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სრული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ” – წერს სოციალურ ქსელში ჰეგერი.
0
0