07/09/2022
13:31
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეცოპერაცია სარკისებური პასუხია იმაზე, რაც იქ რამდენიმე წლის განმავლობაში ხდებოდა.
„ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ხალხის დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ მას ბოლომდე შევასრულებთ", - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთს უკრაინაში საომარი მოქმედებები არ დაუწყია, არამედ ცდილობს მათ დასრულებას, რომელიც 2014 წლიდან მიმდინარეობს.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ არაფერი დაგვიწყია სამხედრო ოპერაციების კუთხით, არამედ მხოლოდ დასრულებას ვცდილობთ. საომარი მოქმედებები დაიწყო 2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით, რუსეთს, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, არაფერი დაუკარგავს და არც დაკარგავს.
„ვფიქრობ, რომ არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ. შეძენის თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი შენაძენი არის ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერება და ეს არის გარდაუვალი შედეგი იმისა, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა პუტინმა.
0
0