28/02/2022
09:56
ომი უკრაინაში
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა დადგენილება რუსული თვითმფრინავების ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის, ასევე ცენტრალური ბანკის რეზერვებთან დაკავშირებული ოპერაციების აკრძალვის შესახებ.
გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინაღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმეს. კერძოდ, ევროკავშირის საჰაერო სივრცე სრულად ჩაიკეტება რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავების, მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის.
ამას გარდა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკს და მისი აქტივები დააყადაღა. ასევე, ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალა რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“.
ამასთან, ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის 450 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს შეიძენს.
0
0