17/11/2024
10:32
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული „გაზპრომის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ავსტრიას გაზმომარაგება შეუწყვიტა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის შანტაჟის მიუხედავად, ევროპას გაზის მარაგები აქვს და ზამთრისთვის მზად არის.
„პუტინი ისევ იყენებს ენერგიას იარაღად. ის ცდილობს ევროპის და ავსტრიის დაშანტაჟებას გაზის მიწოდების შეწყვეტით. ჩვენ ამისთვის და ზამთრისთვის მზად ვართ. ბუნებრივი აირის მარაგები შევსებულია“, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
ავსტრიამ განაცხადა, რომ მოსკოვისგან შეტყობინება მიიღეს გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ეს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას მოჰყვა ენერგორესურსების ავსტრიული მიმწოდებლის, OMW-ს სასარგებლოდ, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მის გერმანულ ქვედანაყოფში გაზის მიწოდების ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
0
0