17/11/2024
10:34
სპორტი
უკრაინის ნაკრების მეკარე ანატოლი ტრუბინმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის ჯგუფის მე-5 ტურში საქართველოსთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩზე.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უფრო მეტად უბურთოდ ვთამაშობდით. საქართველოს ნაკრებს ბევრი სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, მაგრამ კარგად ვერც ჩვენ შევუტიეთ.
რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრის ემოციური შეძახილები გვესმოდა, მაგრამ ეს ხელს არანაირად არ გვიშლიდა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს და მათ ქომაგებს ვინც ვუყურეთ, ყველას გვესმოდა, რომ მასპინძლებს მხარს ენერგიულად დაუჭერდნენ და ამისთვის მზად ვიყავით. არა მგონია, რომ ეს საკვანძო ფაქტორი იყო.
მართალი გითხრათ, სატურნირო მდგომარეობაზე საერთოდ არ გვიფიქრია. ჩვენ ალბანეთთან მხოლოდ გამარჯვებისთვის მოვემზადებით – და იქ ნახავთ ჩვენს ფეხბურთს“, – განაცხადა ტრუბინმა.
0
0