რუსეთი 6 თვეში 419 ათასმა ადამიანმა დატოვა
06/09/2022
12:26
მსოფლიო
A-
+A
2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საზღვარგარეთ 419 000 ადამიანი წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ეს ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
კერძოდ, 2021 წლის 6 თვეში რუსეთიდან 202 000 ადამიანი წავიდა. ამასთანავე, მიგრანტების ხარჯზე იმავე პერიოდში მატებამ 114,2 ათასი ადამიანი შეადგინა. წელს კი მიგრაციული კლება 96,7 ათას ადამიანს შეადგენს.
დსთ-ს ქვეყნებში რუსეთიდან წელს 268 000 ადამიანი წავიდა, ხოლო დაბრუნდა 294 000. შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში 50 000 რუსეთის მოქალაქე წავიდა და 27 000 დაბრუნდა. ანუ კლებამ 23 000 შეადგინა.
0
0
288
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%