29/04/2022
15:26
მსოფლიო
უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის სამხედრო ძალებს მათ მიერვე ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიიდან ხორბლის „მოპარვაში“ ადანაშაულებენ, რაც მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას მზარდი რისკის ქვეშ აყენებს.
„ხერსონის რეგიონიდან მარცვლეულის ძარცვა, ასევე უკრაინის პორტებიდან ტვირთის გადაზიდვის ბლოკირება და საზღვაო ხაზების დანაღმვა მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს „მარცვლეულის მითვისება, განბლოკოს უკრაინის პორტები, აღადგინოს ნაოსნობის თავისუფლება და დაუშვას სავაჭრო გემების მიმოსვლა“.
„რუსეთი თავისი უკანონო ქმედებებით ძარცვავს არა მარტო უკრაინას, არამედ საზღვარგარეთ არსებულ მომხმარებლებსაც.
გაეროს შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის შედეგად შექმნილი საკვების მომარაგების შეფერხებების გამო, დაახლოებით 1,7 მილიარდი ადამიანი შეიძლება სიღარიბისა და შიმშილის წინაშე აღმოჩნდეს“, - დასძინა სამინისტრომ.
წაყენებული ბრალდებების შესახებ Reuters-ის მიერ დასმულ შეკითხვაზე, კრემლმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.
პარასკევს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ რუსული ჯარები ხორბლის მარაგს იპარავენ, რადგან ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მძიმე ბრძოლები კვლავ გრძელდება.
"რუსი ოკუპანტები სოფლის მოსახლეობას ძარცვავენ. მაგალითად, ქალაქ კამიანკა-დნიპროვსკაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კომპანიიდან 60 ტონაზე მეტი ხორბალი სატვირთო მანქანებთან ერთად მოიპარეს,“ - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
CNN-მა ამ ბრალდებების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
მარცვლეულის მარაგის მოპარვაზე ისაუბრა, უკრაინის სამხრეთით, ქალაქ მელიტოპოლის (რომელიც კვირების განმავლობაში რუსული ჯარების ხელშია) მერმა ივან ფედოროვმაც.
„გუშინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვიდეო, სადაც ნაჩვენებია 50-ზე მეტი ტრაილერისგან შემდგარი კოლონა, რომლებსაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეული გადააქვთ... დღეს კი, არ ვიცით, სად გაგზავნეს ისინი“.
ცნობისთვის, მელიტოპოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი მარცვლოვანი კულტურები იწარმოება. უკრაინა ცნობილია როგორც "ევროპის პურის კალათა" და ხორბლისა და სიმინდის მთავარი რესურსია, განსაკუთრებით, იმპორტზე დამოკიდებულ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის. მოსავლის სავარაუდო ზარალი მიმდინარე წელს შეიძლება კატასტროფულად აისახოს ამ ქვეყნებზე, რაც ასევე ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს.
ილონ მასკი კიევის საავადმყოფოებს მზის პანელებს ჩუქნის
ილონ მასკმა Tesla Powerwall-ის სადგურები საჩუქრად გადასცა კიევის გარეუბნებში - ირპინსა და ბოროდიანკაში - მდებარე ამბულატორიულ საავადმყოფოებს, სადაც რუსმა ჯარებმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანეს.
„სადგურები დაეხმარებიან უკრაინის რეგიონებს, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა დააზარალეს", - წერს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფიოდოროვი Facebook-ზე.
0
0