29/10/2021
10:18
საზოგადოება
მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. დღე უნალექო იქნება.
მესტიაში უმეტესად მზიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
+14 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
გორში მზიანი დღე +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
0
0