08/05/2022
15:17
მსოფლიო
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მილოცვა უცხო ქვეყნის ლიდერების მიმართ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით.
„პუტინის მიმართვა მიმართულია აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ასევე, „საქართველოს ხალხებსა“ და უკრაინის მიმართ“, - წერს რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“.
„დღეს საერთო მოვალეობაა, თავიდან ავიცილოთ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა ხალხს სხვადასხვა ქვეყნიდან. აუცილებელია შევინარჩუნოთ და შთამომავლობას გადავცეთ ომის წლების მოვლენების შესახებ სიმართლე, საერთო სულიერი ფასეულობები და ძმური მეგობრობის ტრადიციები“, - ნათქვამია განცხადებაში.
დონბასის რესპუბლიკების ლიდერებზე მიმართვისას პუტინმა აღნიშნა, რომ „დღეს ჩვენი სამხედროები, ისევე როგორც მათი წინაპრები, იბრძვიან მშობლიური მიწის ნაცისტური სიბინძურისაგან გასათავისუფლებლად“.
განცხადებაში რუსეთის პრეზიდენტმა დაწერა, რომ „როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება“.
0
0