25/07/2022
12:20
სამხედრო
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მე-10 ნაკადმა დაასრულა. რეინჯერის მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, პირად შემადგენლობას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სერტიფიკატები გადასცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
18-კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა გაიარეს თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები, რაც მოიცავდა: სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებებს. მათ ასევე, შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა.
დღეიდან კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024