21/01/2024
10:32
ეკონომიკა
საქართველოში კინოთეატრების უმსხვილეს ჰოლდინგს კომპანია “კავეა” ფლობს. ჰოლდინგი თბილისის მასშტაბით ოთხი კინოთეატრით არის წარმოდგენილი. კინოთეატრთან ერთად კავეა ელექტრონული ბილეთებით ონლაინ ვაჭრობით და ონლაინ კინო პორტალის ოპერირებით არის დაკავებული.
ამ დროისთვის კავეას ოთხ კინოთეატრს გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის ფინანსური ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, კინოთეატრების მთლიანმა შემოსავალმა წლის განმავლობაში 22.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 11.6 მილიონი ლარით მეტი იყო. გაორმაგდა კომპანიის წმინდა მოგებაც რამაც 4.4 მილიონი ლარი შეადგინა.
გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ყველაზე დიდი შემოსავალი კავეა საბურთალოს ჰქონდა, რომელმაც 8.2 მილიონი გამოიმუშავა.
კინოთეატრების ფინანსური შედეგები 2022 წელს:
შპს კავეა თბილისი მოლი - 3,783,083 ლარი;
შპს კავეა საბურთალო - 8,261,463 ლარი;
შპს კავეა გალერია - 5,984,212 ლარი;
შპს რუსთაველი ჰოლდინგ სინემას (კავეა ისთ ფოინთ IMAX) - 4,554,066 ლარი;
ჯამი - 22,582,824 ლარი.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვით, კავეამ ელექტრონული ბილეთების ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობები დაარღვია, კერძოდ კი საუბარია კონკურენციის კანონის მეშვიდე მუხლზე, რაც კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს. სააგენტომ კომპანიას 1.1 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა.
წყარო: bm.ge
0
0