30/04/2022
10:27
მსოფლიო
„რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის“,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობები, შეაფერხოს ისტორიის ბუნებრივი მიმდინარეობა, გადაჭრას თავისი პრობლემები სხვის ხარჯზე, განწირულია. დღევანდელ სამყაროს აქვს გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ცენტრი, ის მრავალპოლარულია. ჩვენ ვხედავთ, როგორ დინამიურად ვითარდება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები. ყველას აქვს არჩევანის რეალური თავისუფლება, მათ შორის განვითარების გზები და ინტეგრაციის პროექტებში მონაწილეობა. ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ასევე ხელს უწყობს მსოფლიოს განთავისუფლების პროცესს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან“,- აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, „რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება“.
0
0