21/01/2025
10:57
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რეპორტიორმა ჯო ბაიდენის მიერ დატოვებული წერილის შესახებ შეახსენა იმ დროს, როდესაც ის, ოვალურ კაბინეტში, აღმასრულებელ ბრძანებებს აწერდა ხელს და, ასევე მედიისგან დასმულ შეკითხვებს პასუხობდა.
როგორც FOX 5 Atlanta წერს, დოკუმენტის ხელმოწერისას, დონალდ ტრამპს რეპორტიორმა ჰკითხა, დაუტოვა თუ არა მას ტრადიციული წერილი ჯო ბაიდენმა.
,,ტრამპმა მაგიდის უჯრა გახსნა და კონვერტი იპოვა, რომელზეც მითითებული იყო რიცხვი "47", რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს ნიშნავს,’’ - წერს FOX 5 Atlanta.
ტრამპმა რეპორტიორს შეკითხვის დასმისთვის მადლობა გადაუხადა:
„დიდი მადლობა, რომ შემახსენეთ. ეს წერილი შესაძლოა თვეების განმავლობაში არც მენახა“, - თქვა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ფიცის დადების ცერემონიამდე, თეთრ სახლში უმასპინძლა და მას ტრადიციული წერილი დაუტოვა.
0
0