31/10/2024
21:32
სპორტი
გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა შეადგინა.
საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ 25 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მორიგი გოლი გიორგი წიტაიშვილის „გრანადასთან“ გასვლითი მატჩში გაიტანა და გუნდს მოგებაში დაეხმარა – 2:1.
ქოჩორაშვილმა ვალენსიურ კლუბში 8,1 ქულით პირველი ტაიმის საუკეთესო მოთამაშე იყო. გიორგიმ მე-18 წუთზე ანგარიში კარლოს ალვარესის გადაცემის შემდეგ გახსნა და მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა (პლუს 2 საგოლე გადაცემა).
„სრულყოფილად შესრულდა დარტყმა, რომლითაც ქოჩორაშვილმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა“, – წერს ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ქართველი ნახევარმცველის დამსახურებაზე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024