14/10/2021
23:17
საზოგადოება
მისი თქმით, აქციისთვის სერიოზული მზადება იყო და დაახლოებით, 2000-მდე სამარშუტო ტაქსი ჰყავდათ დაქირავებული.
„დავდექით ფაქტის წინაშე, რომ აქციაზე არ იყო კრიტიკული მასა. ის ადამიანები, ვინც ჩართული ვიყავით 2003 წლის რევოლუციის მომზადებაში, ვინც მონაწილეობა მივიღეთ 2012 წლის გამარჯვებაში, ჩვენ კარგად ვიცით რას ნიშნავს კრიტიკული მასა, რომელმაც შეიძლება საზოგადოება დარაზმოს და სახელმწიფოში რაღაც სერიოზული მოახდინოს. ეს მასა ჩვენ იქ ვერ დავინახეთ, მაგრამ მასაზე არ არის საუბარი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ რაოდენობაზე ყურადღების გამახვილება. იქ გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი საკითხი. პირველი ის არის, რომ არ იყო მუხტი, არანაირი მუხტი საიმისოდ, რომ მიშას ან „ნაციონალურ მოძრაობას“, რამე სანუგეშო წაეღოთ ამ შეკრებიდან. მასა, რომელიც რაღაც იმედით მივიდა, მათი აღტკინება, ტაშის რაოდენობა, სოლიდარობის განცდა, როდესაც მიტინგი არ იშლება, როდესაც მიტინგი გრძელდება, დინამიურია, ეს ფაქტორები იქ არ იყო. მეორე მომენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ არიას ის, რომ ხალხმა დღეს დააფიქსირა, რომ მათ არანაირი რევოლუცია არ უნდათ. მიშა ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია და ნამდვილად ისე არ არის და ეს დღეს დადასტურდა. ქართველ ხალხს არ უნდა არანაირი რევოლუცია და რევანში“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
0
0