30/03/2023
14:46
კულტურა
პირველ აპრილს, ქართული კინომუსიკის საღამოს ღვინის ბარ-რესტორანი „სი ჩერტო“ უმასპინძლებს.
გიორგი ცხადაძე და ბენდი “4+2” ქართული კინომუსიკის შედევრებს სპეციალურ სტუმრებთან - ქეთი ქართველიშვილთან და მარიამ როინიშვილთან ერთად შეასრულებენ.
საღამოზე აჟღერდება გიორგი ცაბაძის, ბიძინა კვერნაძის, ჯანო კახიძის, დავით თორაძის და სხვა ქართველი კომპოზიტორების დაუვიწყარი სიმღერები განსხვავებული ინტერპრეტაციით.
როგორც მუსიკოსებმა განაცხადეს, „სი ჩერტო“ გამოირჩევა იმით, რომ ამ ადგილას, ყოველთვის გემოვნებიანი მუსიკოსები მართავენ საღამოებს და მსმენელიც და სივრცეც ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული.
მათივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში სურდათ ამ შემადგენლობით მსმენელთან შეხვედრა, რის შესაძლებლობაც „სი ჩერტომ“ მისცათ.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას „სი ჩერტომ“ მურმან ჯინორიას პოეზიის საღამოს უმასპინძლა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა.
როგორც ღვინის ბარ-რესტორნის ადმინისტრაციაში განაცხადეს, „სი ჩერტო“ მსმენელს საინტერესო საღამოებს ყოველ კვირას შესთავაზებს.
მაგიდის დაჯავშნა შეგიძლიათ ნომერზე: +995 596 848 844
ქართული კინომუსიკის საღამო „სი ჩერტოში“ 21:00 საათზე დაიწყება.
0
0