25/11/2024
11:11
პოლიტიკა
ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ ესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას ელჩები.
მისი თქმით, წარსული ცუდი გამოცდილების გამო პარლამენტმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ელჩები არ მოეწვია.
„ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. ეს დღე არის უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას იქნება ეროვნული დღე.
რაც შეეხება უცხო ქვეყნების მონაწილეობა, არ მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება ინსტრუმენტალიზირება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ინსტრუმენტალიზირება სხვადასხვა საკითხების, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ზოგადი მიდგომა ჰქონდეს პარლამენტს.
ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0