30/01/2025
11:06
პოლიტიკა
უდიდესი პატივი და სიამოვნება მაქვს, რომ გმასპინძლობთ თქვენ ჩემს ქვეყანაში და მადლობა მოწვევის მიღებისთვის. ასევე დიდი სიამოვნებით ვეწვევი თქვენს მშვენიერ ქვეყანას, - ასე მიმართა მაკა ბოჭორიშვილს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.
„2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი ურთიერთობებისთვის სომხეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას - ჩვენი ქვეყნის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. 2024 წელს ოფიციალურად გავხდით პარტნიორები. ჩვენი ურთიერთობები ორ ქვეყანასა და ერს შორის ისტორიულად, სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ვითარდებოდა, მაგრამ ეს ოფიციალურად გაფორმდა. ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის. რა თქმა უნდა, სხვა სფეროებშიც, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებით გაძლიერდება ურთიერთობა.
დღეს ქალბატონ მაკასთან შევაჯამეთ ის ერთობლივი მიღწევები, რაც ბოლო წლის განმავლობაში გვქონდა და ასევე განვსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები. ძალიან გვახარებს, იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი მიმდინარე ვიზიტები უმაღლეს დონეზე ხორციელდება და ეს არის ნამდვილი ღრმა დიალოგის მტკიცებულება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა კოლეგა უწყებასთან და ამას ვაგრძელებთ დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა მირზოიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია.
0
0