06/05/2022
15:58
მსოფლიო
ორი ევროპული [ევროკომისიის] დიპლომატიური წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მეგობარი ქალი, ალინა კაბაევა, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში შეიყვანეს, რომელიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.
ევროკავშირის წარმომადგენლებს სანქციების ახალ პროექტზე ოფიციალურად არ მოუწერიათ ხელი, თუმცა შესაბამისი პროცედურის შესრულება შესაძლებელია დღეს დილით ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, რომელიც ამჟამად ბრიუსელში მიმდინარეობს.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს არ არის „ნამცხვრის ნაჭერი“, მოვლენებს უნდა დაველოდოთ და შედეგები ვიხილოთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატიურმა წყარომ.
კაბაევასა და პუტინის ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია პირველად ათ წელზე მეტი ხნის წინ გაჟღერდა, როდესაც ის [კაბაევა] ოლიმპიური ოქროს მედლების მფლობელი ტანმოვარჯიშე იყო. პუტინმა კაბაევასთან ურთიერთობა უარყო.
აპრილში, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირები მსჯელობდნენ, დაეწესებინათ თუ არა სანქციები კაბაევას წინააღმდეგ - ისინი თვლიდნენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა დაძაბულობა კიდევ უფრო გაემძაფრებინა, რადგან ეს პუტინისთვის უკიდურეს პირად დარტყმად ჩაითვლებოდა.
„რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი ასევე იმ პირებს შორისაა, რომელთა წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე რაუნდი იქნება მიმართული,“ - აცხადებენ ოფიციალური პირები, რომლებიც შესაბამის დოკუმენტებს სრულად გაეცვნენ.
0
0