09/05/2022
16:33
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა პუტინი და რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნები "77 წლისწინანდელი ფაშიზმისა და ტირანიის ასახვასა" და "გასულ საუკუნეში, ნაცისტური გერმანიის ტოტალიტარული რეჟიმის შეცდომის გამეორებაში" დაადანაშაულა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ რუსეთში მიმდინარე აღლუმის პარალელურად, სიტყვით გამოსვლისას, ბენ უოლესმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები აგროვებენ ინფორმაციას რუსი გენერლების მიერ უკრაინაში ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულობების შესახებ და გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ „ამ სისასტიკეზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა სამხედრო სასამართლოში პასუხო აგოს“.
უოლესმა დასძინა, რომ „შესაძლებელია, უკრაინამ გაანადგუროს რუსული არმია… ის [პუტინი] უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, თუ რამდენი დაკარგა გრძელვადიან პერსპექტივაში. რუსეთი არ არის ის, რაც მანამდე იყო“, - განუცხადა უოლესმა ლონდონის ეროვნული არმიის მუზეუმში შეკრებილ აუდიტორიას.
0
0