10/09/2022
10:26
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფსონს დებს ენერგეტიკულ შანტაჟზე, რადგან ფიქრობს, რომ ასე ევროპის ქვეყნები უკრაინის დახმარებას შეწყვეტენ.
„რადგან რუსეთი ვერ აღწევს მიზნებს ბრძოლის ველზე და ხდება სულ უფრო იზოლირებული მსოფლიო ასპარეზზე, პრეზიდენტი პუტინი მიმართავს უხეშ ინსტრუმენტებს უკრაინის მხარდაჭერის დაკარგვის მიზნით. ის იყენებს ენერგიას, როგორც იარაღს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მის აგრესიას.
პრეზიდენტი პუტინი ფსონს დებს, რომ ეს ქმედებები დაარღვევს ქვეყნების ნებას უკრაინის მხარდასაჭერად. ის ფსონს დებს, რომ კრემლი შეძლებს, აიძულოს სხვა ქვეყნები, დაემორჩილონ“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, ევროპა უფრო ძლიერი იქნება, თუ ის ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთისგან ენერგომომარაგებაზე და რომ შეერთებული შტატები დაეხმარება ევროპის ქვეყნებს, რომლებსაც გათბობის გადაჭარბებული ხარჯები აქვთ.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, პუტინი არასოდეს შეწყვეტს მცდელობას, გამოიყენოს ენერგია ევროპის წინააღმდეგ იარაღად.
0
0