21/09/2022
16:11
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს თავისი ძალიან საშიში ბირთვული თამაში, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განახორციელოს პუტინზე ზეწოლა, რათა მან შეწყვიტოს ასეთი უგუნერი საქციელი.
„პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალად, ეს მიუღებელია. ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს ყველა მის განზრახვას, თუ რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა, რათა გააგრძელოს ეს უკანონო და გაუმართლებული ინტერვენცია, აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
ევროკომისიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებში „ყალბ, უკანონო რეფერენდუმებს“.
„პრეზიდენტი პუტინის გამოსვლა და მისი განცხადებები ე.წ. რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ მორიგი დადასტურებაა, რომ პუტინის ინტერესში არ შედის მშვიდობა. ის დაინტერესებულია თავისი აგრესიული ომის ესკალაციით. ეს ასევე არის მისი სასოწარკვეთილების მორიგი ნიშანი“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
0
0