27/12/2021
20:21
პოლიტიკა
მისი თქმით, ეროვნული თანხმობის მიმართულებით ნებისმიერ ნაბიჯს მიესალმება.
"დღეს ჩემთვის უფრო ნათელი გახდა ამ პროცესის შინაარსი. ეს არის გარკვეულწილად საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც მსჯელობა უნდა იყოს მათ შორის, განვლილ წარსულზე, გარკვეული შეფასებებიც გაკეთდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით თუ სად იყო სისტემური ხარვეზები და პრობლემები ჩვენს ქვეყანაში. პირდაპირ ნამდვილად არ ჩანს დღევანდელ პრობლემებთან დაკავშირებით რა უნდა მოხდეს, მაგრამ დღეს მთავარ პრობლემად ვხედავ ერთ რამეს - იმისთვის, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ, ჯერ არ უნდა მივდიოდეთ უკან და ჩვენ ყოველ კვირაში მივდივართ უკან. ის, რაც დაინიცირდა პარლამენტში და ითქვა ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით; ის, რასაც ამზადებენ მართლმსაჯულების მიმართულებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის უკან გადადგმული ნაბიჯი. მინდა ყველა დაფიქრდეს ამაზე. ჩვენ წინ როგორ შეიძლება წავიდეთ, როცა სწრაფი ტემპით მივდივართ უკან. წარმოიდგინეთ, აღმართზე ადის მანქანა, დიდი სისწრაფით დაგორდა უკან, ჯერ უნდა გააჩერო და მერე უნდა წახვიდე წინ. ჩვენ ვართ ახლა იმ ვითარებაში, როცა ძალიან სწრაფად მივექანებით უკან. მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, რომ იმას, რასაც ისინი აკეთებენ, არის იმ რეფორმებზე უარის თქმა, რომელიც, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების უშუალო მონაწილეობით არის გაკეთებული. პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესი არის შედარებით გრძელვადიანი, მაგრამ მოკლევადიანი ამოცანები გვაქვს, რომ რამენაირად შევაჩეროთ უკუსვლის პროცესი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, როგორც ვაშაძე ამბობს, მას პოზიცია ამ საკითხზე არ შეუცვლია.
„გვქონდა საუბარი, თუმცა, პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე, სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულად მის როლს მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაში, როგორც ჩანს, ვეღარ ხედავს. მე ასეთი პასუხი მივიღე და ის პოზიცია აქვს, რაც თავის დროზე ჰქონდა“, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0