13/11/2024
15:05
მსოფლიო
13 ნოემბერს, ჯო ბაიდენი ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უმასპინძლებს, სადაც ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების გადაცემის საკითხები განიხილება.
თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბაიდენის მხრიდან ტრამპის მიწვევა მიუთითებს მის პატივიცემას ინსტიტუციური ნორმებისა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის მიმართ.
როგორც Reuters-ი წერს, ორი ლიდერი, რომლებიც წლების განმავლობაში მკაცრად აკრიტიკებდა ერთმანეთს, სავარაუდოდ განიხილავს სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის საგარეო პოლიტიკასა და უკრაინაში მიმდინარე ომს, თუმცა დღის წესრიგი ზუსტად განსაზღვრული არ არის. როგორც ცნობილია, ტრამპის გუნდს ჯერ არ გაუფორმებია სამთავრობო რესურსებსა და ოფიციალურ პირებთან წვდომისთვის საჭირო შეთანხმებები.
ტრამპის სპიკერის ბრაიან ვენსის განცხადებით, მომავალი პრეზიდენტის გუნდის წევრები საპრეზიდენტო გარდამავალი აქტით გათვალისწინებულ ყველა საკითხს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან ერთად კონსტრუქციულად განიხილავენ.
ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან ივნისის დებატების შემდეგ, როდესაც კამალა ჰარისი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, საბოლოოდ კი, ტრამპთან დამარცხდა.
0
0