14/11/2024
12:41
მსოფლიო
აშშ ღრმად არის დაყოფილი, პოლიტიკური განსხვავებები ანგრევს მეგობრობას და ოჯახებს. ქალბატონებო და ბატონებო, მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს აქ, გერმანიაში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თვალს ადევნებდა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიას და ხედავდა, თუ რამდენად ემოციურად მიმდინარეობდა პროცესი და რამდენად დაყოფილია ქვეყანა. ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აშშ-თან ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელება.
„მე კვირას ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს. უპირველესად, ეს იყო კარგი დისკუსია, კარგი საუბარი ბევრ საკითხზე, რომელიც გვაწუხებს. ჩემი აზრით, კარგი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის, გერმანიასა და აშშ-ს შორის ათწლეულების მანძილზე ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ურთიერთობები გაგრძელდეს, განვითარდეს უახლოეს ათწლეულებში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება აქ და იქ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024