18/01/2024
08:55
ეკონომიკა
შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მსოფლიოს 54-ე ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. დღეს დავოსში პანელური შეხვედრა - სახელწოდებით „ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი“ გაიმართება, სადაც სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით უკვე გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა საკვებში ტყვიის შემცველობით გამოწვეული პრობლემები და ბავშვებისთვის რისკები იყო. საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაო ამ მიმართულებით პოზიტიურად შეაფასა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
სამანტა პაუერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტყვიით დაბინძურების მკურნალობისა და პრევენციისთვის გაწეული ძალისხმევისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ტყვიის მოწამვლის საფრთხეების გასანეიტრალებლად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, კვლევებსა და სტატისტიკაზე.
0
0