05/06/2023
11:00
სპორტი
სერია A-ს ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე "სამპდორიას" 2:0 დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები გადასცეს.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Dazn-ს განუცხადა, რომ ნეაპოლელები გუნდში მის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილი.
- პირველ რიგში, მინდა, თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიპოვებდი. პარტნიორებმა თვითრწმენა შემმატეს და ადაპტაციაში დამეხმარნენ. ეს პრიზი მათაც ეკუთვნით.
- რომელი იყო სეზონის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი?
- უდინეში ჩატარებული შეხვედრა, როდესაც სკუდეტო მოვიგეთ. ეს დაუვიწყარი გახლდათ. თუმცა ეს შემდგომი წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯია.
- შენს ყოველ თამაშს ქართველები ესწრებოდნენ...
- მადლობა მხარდაჭერისთვის ქართველ გულშემატკივრებს. მათ ნეაპოლი შეიყვარეს.
- თავს ლიდერად გრძნობთ?
- ამ გუნდში ოსიმენიდან დი ლორენცომდე ბევრი ლიდერია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ლიდერი.
- მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ?
- რა თქმა უნდა, დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ. იმედიანად იყავით, მე მიყვარს ნეაპოლი.
0
0