12/10/2021
11:31
რეგიონები
ჩვენთვის ცნობილია, რომ ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხევაში შეჩერდება ყველა ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, აღარ გაიცემა პენსია და სოციალური დახმარება და ყველა საჯარო მოხელე გათავისუფლდება სამსახურიდან .
ცხადია ეს არის ტყუილი და ხელისუფლების უსუსური მცდელობა , როგორმე გავლენა მოახდინოს მოსახლეობაზე და დაშინების გზით გაიმარჯვოს არჩევნებში.
ჩემი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ იგეგმება პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება;
გაიზრდება ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალი;
რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას; სოფლების უმეტეს ნაწილში დაიგება ახალი გზა;
მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები აქტიურად იქნებიან ჩართული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაში.
ადგილობრივი ახალგაზრდობა ჩაანაცვლებს უმოქმედო პოლიტელიტას."
0
0