16/11/2024
17:17
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი, „საშინელ ნორმანდიულ ფორმატში“ დაბრუნების რისკს ქმნის.
ამის შესახებ ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ვშიშობ, ვოლოდიმირ ზელენსკი აბსოლუტურად მართალია, ჩვენ ვრისკავთ საშინელ ფრანგულ – გერმანულ – ნორმანდიულ ფორმატში დაბრუნებას, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შიდა კამათში განიხილავდა, როგორც თანაბარ თანამოსაუბრეებს“, – განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის პოზიციების მასიურ და სწრაფ გაძლიერებაშია.
2022 წლის შემდეგ პირველად ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის 15 ნოემბერს სატელეფონო საუბარი გაიმართა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024