24/03/2023
18:05
კულტურა
მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მიწურულს ქიმიკოსმა ანგელო მარიანიმ გამოიგონა “ვინ მარიანი," კოკაინის შემცველი ღვინო, რომელსაც პაპები და პრეზიდენტები ერთად შეჰხაროდნენ.
აბორიგენი აიმარას ხალხი ანდური კოკას მცენარის ფოთლებს ათასობით წლის განმავლობაში იყენებდა. ნარკოტიკული ნივთიერების ფოთლებიდან გამოსაყოფად, ადამიანს კოკას ფოთლები უნდა დაეღეჭა, რაც, რა თქვა უნდა, იმას ნიშნავდა, რომ კოკაინის მხოლოდ მცირე დოზებით ექსტრაჰირება ხერხდებოდა.
ანგელო მარიანიმ ღვინის გამოყენებით ექსტრაჰირების უფრო მარტიცი გზა გამონახა. მან გამოიგონა მატონიზირებელი, ძალის მომცემი სასმელი, რომელიც კოკაინგანარევი (კოკას ფოთლის 6 მლ 30 მლ სითხეზე) ბორდოს ღვინის, ბრენდისა და შაქრის ნარევს წარმოადგენდა. სასმლის ორი ჭიქა კოკაინის 50 მლ-ზე ნაკლებ დოზას შეიცავდა.
მარიანიმ თავის სასმელს ყოვსლისმკურნავ წამლად, ენერგიის ასამღლებელ საშუალებად, აპერიტივად, საჭმლის მონელების ხელის შემწყობ მედიკამენტადა და ბავშვებისთვის (თუ კი ზრდასრულის დოზის ნახევარს მიიღებდნენ) უსაფრთხო პროდუქტად ასაღებდა. მირიანიმ საკუთარ გამოგონებას “ვინ მარიანი” ანუ “მარიანის ღვინო” დაარქვა.
მარიანის ნაწარმი იმდენაც გაყიდვადი აღმოჩნდა, რომ მარიანი ღვინის ოკეანისიქითა ბაზარზე გატანითაც კი დაინტერესდა. მაშინ პრობლემა ღვინის კოკაინის შემცველობა კი არა, კოკაინის არასაკმარისი შემცველობა აღმოჩნდა. მარიანიმ ერთ უნციაზე (30 მლ) კოკაინის შემცველობა 6 მლ-დან 7.2 მლ-მდე გაზარდა. მას ვერც ვუსაყვედურებთ - თვითონ ამერიკელები იყვნენ მიჩვეულები “ძლიერ” კოკას სასმელებს.
მარიანის ღვინის ხშირი მყიდველები თომას ედისონი, აშშ-ს პრეზიდენტი ულის გრანტი და პაპი ლეო XIII იყვნენ.
პაპ ლეო XIII “ვინ მარიანი” იმდენად უყვარდა, რომ მირიანი თავისივე გამოგონილი “ვატიკანის ოქროს მედლით” დააჯილდოვა და მარიანს მისი სახის სასმლის რეკლამებსა და ბროშურებზე გამოყენების უფლება მისცა. პაპს “ღვინო” მათარით დაჰქონდა, “თავის იმ დროს განსამტკიცებლად, როცა ლოცვა არ კმაროდა.” ის არც ერთადერთი “ვინ მარიანის” მოყვარული პაპი არ ყოფილა; პაპი პიუს X მისი აქტიური მსმელი გახლდათ.
ამასობაში მირიანს მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ. კოლონელი ჯონ პამბერტონი, ქიმიკოსი და ექიმი, სამოქალაქო ომის დროს ომის ჭრილობების მოშუშების მცდელობაში მორფზე დამოკიდებული გახდა. მან “ვინ მირიანის” ასლი შექმნა და “პამბერტონის ფრანგული კოკას ღვინო” დაარქვა. 1886 წელს ატლანტასა და ფულტონის ოლქის კანონ-ბრძანების გამო, პამბერტონს თავისი რეცეპტის ოდნავ შეცვლა მოუწია. მან სასმელს კოკაინი კი არ ამოაკლო, არამედ ღვინო გაზიანი წყლით ჩაანაცვლა. ასე დაიბადა კოკა-კოლა.
კოკაინი რეცეპტიდან 1903 წელს ამოიღეს, თუმცა კოკა-კოლის დამზადებისას დღემდე გამოიყენება კოკას ფოთლები.
რა ბედი ეწია “ვინ მირიანს”?
1914 წელს მირიანი მოკვდა და თავისი ღვინის საიდუმლოც საფლავში ჩაიტანა. თუმცა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ Babco Europe სასმლის გაცოცხლება გადაწყვიტა და 1800-იანი წლების დროინდელი ჩანაწერების დახმარებით ეს შეძლო კიდეც. “ვინ მარიანის” დაგემოვნება დღეს ზოგიერთ ქვეყანაშია შესაძლებელი.
წყარო: IFLscience
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0