ოლენა ზელენსკა ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრება
16/09/2022
12:30
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე ოლენა ზელენსკა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Sun წყაროებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის პირველი ლედი 500 სახელმწიფოს მეთაურსა და გამორჩეულ სტუმარს შორის იქნება, რომლებიც მიწვეულნი არიან მემორიალსა და VIP მიღებაზე, რომელსაც მეფე ჩარლზი მასპინძლობს.
„ოლენა ზელენსკას ყოფნა უკრაინის გლობალური მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია იმ დროს, როდესაც რუსეთი იზოლაციაშია. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. მისი დაკრძალვაზე ყოფნა ამ მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშანია“, - ამბობს წყარო გამოცემასთან საუბრისას.
წყაროს თქმით, ზელენსკა უკრაინაში ცერემონიის დასრულებისთანავე დაბრუნდება.
0
0
330
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%