24/12/2023
17:36
მედიცინა
ამსტერდამის უნივერსიტეტის ნევროლოგებმა შეიმუშავეს ქუდი, რომელიც ექიმებს სასწრაფო დახმარების მანქანაშივე პაციენტისთვის ინსულტის დიაგნოსტირებაში ეხმარება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
მოწყობილობა ენცეფალოგრამის ან მოცურავის ქუდის მსგავსია და ტვინის ტალღების გამოსავლენად სენსორებით არის აღჭურვილი. ის განსაზღვრავს ტვინის დაზიანების ზუსტ ზომას იშემიური ინსულტის დროს, რომელიც ინსულტის ყველაზე გავრცელებული ტიპია და თავის ტვინში სისხლძარღვის საცობით, ანუ თრომბით არის გამოწვეული.
ტვინის დაზიანების ზუსტ ზომაზე ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ექიმებს საშუალებას აძლევს, პირველადი დახმარების სტრატეგია განსაზღვრონ და გადაწყვიტონ, თუ რომელ საავადმყოფოში გადაიყვანონ პაციენტი.
ნიდერლანდებში „ჭკვიანი“ ქუდი 2018-დან 2022 წლამდე პერიოდში სასწრაფო დახმარების 12 მანქანაში დატესტეს. კვლევამ აჩვენა, რომ მას დიდი იშემიური ინსულტის მქონე პაციენტების ზუსტად იდენტიფიცირება შეუძლია.
ცნობისთვის: აგვისტოში ნიდერლანდელმა მკვლევარებმა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა შეიმუშავეს, რომელსაც ინსულტის დიაგნოსტირება წამებში შეუძლია.
0
0