10/05/2022
13:28
მსოფლიო
თუ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას გადაწყვეტენ, დამტკიცების პროცესს მხოლოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ამის შესახებ სააგენტო dpa ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლზე დაყრდნობით გვაცნობებს.
პროცესის ხანგრძლივობა განაცხადის შეტანიდან გაწევრიანების ოქმების ხელმოწერამდე შეიძლება, ორი კვირა იყოს.
"გადაწყვეტილების მისაღებად, მადრიდის სამიტის დალოდებას არ ვაპირებთ", - განაცხადა წყარომ.
ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პროცესის დასრულების შემდეგ, პროტოკოლების რატიფიცირება ალიანსის 30 წევრმა- ქვეყანამ სათითაოდ უნდა მოახდინოს. ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამავე დროს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სახელმწიფოებისთვის არსებული საფრთხის გათვალისწინებით, ნატოს ყველა წევრი, სავარაუდოდ, ძალისხმევას არ დაიშურებს, რატიფიკაცია რაც შეიძლება მალე დაასრულოს, - აღნიშნავს dpa.
0
0