21/01/2024
10:21
კულტურა
“ყველასთვის საყვარელი მსახიობი გარდაიცვალა” – სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ აფხაზეთის დამსახურებული არტისტის, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობის თამრიკო მილდიანის გარდაცვალების გამო.
გამორჩეული მსახიობი თამრიკო მილდიანი მრავალი წელი მუშაობდა სოხუმის თეატრში და მაყურებელს თავი არაერთი დაუვიწყარი როლით დაამახსოვრა, მათ შორის: კოლონკელიძის ასული შორენა- სპექტაკლში „დიდოსტატის მარჯვენა” (რეჟ.: გოგი ქავთარაძე), მეორე ახალგაზრდა – სპექტაკლში „გვარდია” (რეჟ.: იური კაკულია), თამარა-სპექტაკლში „მარადისობის კანონი” (რეჟ.: გიზო ჟორდანია) და მრავალი სხვ.
კიდევ ერთხელ ვწუხვარ და თანადგომას ვუცხადებ თამრიკო მილდიანის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ნანა გაბელია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი” - წერია სამძიმრის წერილში.
0
0