29/10/2021
10:34
სხვადასხვა
მეცნიერების აზრით, Homo bodoensis აფრიკაში დაახლოებით 500 ათასი წლის წინ ცხოვრობდა და Homo sapiens-ის უშუალო წინაპარი იყო.
სახელი Homo bodoensis მომდინარეობს ეთიოპიაში, მდინარე ავაშის გასწვრივ მდებარე არქეოლოგიური გათხრების ადგილიდან - ბოდოდან, სადაც 1976 წელს ჰომოს გვარის სახეობის თავის ქალა აღმოაჩინეს. ეს ნიმუში მანამდე კლასიფიცირებული იყო, როგორც Homo heidelbergensis-ის სახეობა, რომელიც გერმანიაში 1907 წელს აღმოაჩინეს. ადამიანის წარმოშობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვერსიით, ჰომო ჰეიდელბერგენსისი ყველა გვიანდელ ადამიანთა ჯგუფის, მათ შორის ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსის, წინაპარად ითვლება.
მეცნიერების თქმით, ბოდოს თავის ქალას ზომიდან გამომდინარე, ის ადამიანის წინაპარი იყო, თუმცა მას ნეანდერტალელებში ნაპოვნი მახასიათებლები აკლია. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰომო გვარის სხვა წევრებთან, რომლებიც, როგორც ჩანს, შუა პლეისტოცენის პერიოდში, ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთში, ნეანდერტალელებისგან ცალკე გავრცელდნენ.
მეცნიერების ახალი შეფასებით, ზოგიერთი ნამარხი, შესაძლოა, ნეანდერტალელის ნაშთებად ხელახლა კლასიფიცირდეს, დანარჩენები კი - Homo bodoensis-ად გაერთიანდეს.
https://www.theglobeandmail.com/canada/article-new-species-homo-bodoensis-proposed-to-explain-human-descent/
0
0